ახლა ჩვენ შორის სიშორეა, სივრცე, ჰამადა, ფანჯრის მინებზე – ქარისა და წვიმის პა-დე-დე, ალბათ ამ ნაწერს შუაღამის ბოდვას გავატან, რადგან უშენო პოეზია სისხლსაც ადედებს და კაბალურად ჩემს წილ ჰაერს ადებს ტარიფებს, ჩემს უშენობას მე დავარქვი – ყოფნა ხურუში, ახლა ღამეა – მობატონე დღეზე ხალიფა, ჩანს ცაზე მთვარე, როგორც თურქის მუჭში ყურუში და ახლა, ისევ მენატრება – მოგყვე, გეძიო, მინდა ცხოვრებას მივაძახო პირში – მე შენი… შენი თითებით ჩავიტარო ტანზე ჯენ-ძიუ, შენი თვალების სისველიდან შევსვა ჟენშენი, რომ დედამიწამ ვერ გაბედოს მეტად ხალტურა, შენს სუფთა სისხლში ჭუჭყიანი ხელის ფათური, მაინც მოგძებნი, მანამდე კი – იყოს დასტურად ეს ლექსი, როგორც თავგანწირვა სულით, ნატურით.
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|