საიტის მენიუ
ძებნა
სექციის კატეგორიები
ლექსები სიყვარულზე [186]
ლექსები დედაზე [18]
უცნობი პოეტის ლექსები [0]
ქართველი პოეტები [1]
ჩვენი გამოკითხვა
რომელი წლის ფილმები დავამატოთ?
სულ პასუხი: 16
მინი-ჩეთი
500
მთავარი » ლექსები » ლექსები სიყვარულზე

დიდი იმედგაცრუების შემდეგ





სულის ტრაგედიამ ზენიტს მიაღწია,
ახლა მგონია რომ გავგიჟდები.
მალე დარდისა და ვაებისგან
ამქვეყნად ალბათ არ ვიქნები.

უკვე მოლანდებებს ვერ ველევი,
გულში შემპარვია ჭინკები,
მეუბნებიან, რომ მიღალატე,
უშენოდ არაფერი ვიქნები.

ახლა დარდით სავსე, საწოლს მიჯაჭვული,
ცრემლებით ვასველებ მე ჩემს თმებს,
და ვფიქრობ გულში: “ ერთი დღე მინდა,
ერთი დღეც მინდა და მე შევძლებ.”

უფრთოდ რომ ავმაღლდე ისევე,
შევძლებ, რომ ჩავიკლა დარდები,
შევძლებ, რომ გულს ისევ მოვგლიჯო
შიგ ჩარჩენილი დაშნები.

ისევ დავეცი, იმედებს
ვეღარ ვპოულობ ჩემს თავში,
მიჭირს მე ამ გზის გაკვლევა,
უშენოდ ყოფნა ზამთარში.

ნუთუ ასეთი სუსტი ვარ?
ვგრძნობ, რომ მე მალე მოვკვდები.
შენი დარდისგან გვემილი
მე შევიძულე მოყვრები.

ახლა ფიქრები მზარავენ,
რა მეშველება უმზეოდ?
ცრემლით ნაწვიმარ თვალებზე
ვეღარ მაკოცებ უმწეოს.

მინდა, რომ ყველამ გაიგოს,
აღარაფერი აღარ ვარ.
ალბათ, ცოტა დრო მჭირდება
და სხვა ფურცელზე გადავალ.

ალბათ, მჭირდება მე ძალა,
რომ გადავლახო სევდები,
ერთხელ ვისწავლე ჭკუა და
მეორედ აღარ შევცდები.

მიტოვებული მარტო ვარ,
არავინ გვერდზე არა მყავს,
გამოსავალს ვერ ვპოულობ,
იმედი გულში დანას მკრავს.

ღმერთიც კი გადამავიწყდა,
აღარც ლოცვები არც რწმენა,
არავინ გვერდზე არ მინდა,
არავის რჩევის მოსმენა.

მე ყველას ზურგი ვაქციე,
ყველა საყვარელ არსებას,
ახლა დავრწმუნდი იმაში,
რომ ყველა ნატვრა არ ხდება.

ახლა ქუჩაში მთელავენ,
ახლა მე გულში მესვრიან,
ახლა გრძნობები აღარ მაქვს
და უმოწყალოდ მებრძვიან.

კვლავ მახსენდება სიტყვები,
გულში შემომრჩა მე ტყვია,
რა მძიმე არის, როცა კარს
მოგიხურავენ გეტყვიან:

“მომშორდი, ჩემზე ნუ ფიქრობ,
ჩემს გრძნობებს ნუ შეეხები.
და ვინც მე მიყვარს იმ ერთსაც
ნურასდროს ნუ შეედრები. »

ახლა ყველაფერი გვიანია,
შენს საფლავს ფიფქები დაათოვს,
მიწაში გაყინული ასვენიხარ
ვერავის სითბო გაგათბობს .

სტატისტიკა: 1926 / 0 | დაამატა: ADMIN« უკან | შემდეგი »



სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ვალუტა
იყიდება
იყიდება საიტები
საიტის მეგობრები


თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

დღეს შემოვიდნენ
საიტის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალაზე, ყველა ფაილი აღებულია ქსელ ინტერნეტიდან, ღია და უფასო საიტებიდან.