საიტის მენიუ
ძებნა
სექციის კატეგორიები
ლექსები სიყვარულზე [186]
ლექსები დედაზე [18]
უცნობი პოეტის ლექსები [0]
ქართველი პოეტები [1]
ჩვენი გამოკითხვა
რომელი წლის ფილმები დავამატოთ?
სულ პასუხი: 16
მინი-ჩეთი
500
მთავარი » ლექსები » ლექსები სიყვარულზე

დედოფალს ანაზედ





ვარ უცხო ვინმე ყარიბი,
ამა სიტყვითა მხმობელი,
ამა მუხთლისა სოფლისა
მაგინებელი, მგმობელი:
მონა ვარ მისი მუდამ ჟამ
და მისი შემამკობელი, -
იგია ჩემი ხელმწიფე
და ჩემი დამადნობელი!

ფუცავ, მე არვინ მიხილავს,
რომ არს შვენებით ანაო!
მთვარესა ეზრახებოდა:
„შენ ვერ ხარ ჩემისთანაო!“
ვარსკვლავნი მუდამ სამონოდ
გარს უდგენ თანის-თანაო.
მხილველნო, დამემოწმენით:
კარგი ყოფილა განაო?

ცნობა მიმიღო და გული,
სევდით შემზღუდა ანამან;
კვლავ მომკლა მისმან ციალმან
და წელთა მიმოტანამან;
კოკობსა ვარდსა ნარგიზმან
აპკურა ცრემლი, ანამა.
ჯობს, რომ არ ყვანდეს მიჯნური,
ან მოკლას ამისთანა მან!

იაგუნდი მოცინარობს:
„მარგალიტნო, მიახელთო!“
სათის ტბიდგან ისარს ისვრის:
ვინ გაუვლის ახლოს ველთო?
დალახვრავს და მძიმედ დაჰკოდს,
ველს განაბნევ დია ხელთო!
ნეტართაო ქონდეს ეს გზად;
უვიცადი გიახელთო.

მიმიღო ცნობა, -
არ ძალმიძს მკობა, -
ჩემმა ხელმქმნელმან, ლამაზმან ამან!
შემოსა ხელი,
ითნო სახელი
მისმან მგვანემან პაწაწანამან;
ალხინა გული,
წყლულ-დადაგული,
წყალობიანმან მისმან შანამან.
თქმულია ძველად:
„ვინც იყო ხელად,
ატრფე და მოგკლას ამისთანამან!“

ხელმწიფევ, გული
შენთან-ა ბმული,
წყალობიანად მომცემო შვების!
ნაზად ვინ ირთვი,
პირი მიირთვი
სიკვდიდმდე მტკიცე შენთა ნახლების!
თუმცა [რა] გცოდე,
ვიყო შემცოდე,
შენგან წყალობით ნუ მელხინების!
გიმუხთლო, ესე
ვიყოცა მკვნესე,
შენგანცა კიდე ვიყო-ცა სხვების!

სტატისტიკა: 700 / 0 | დაამატა: ADMIN« უკან | შემდეგი »



სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ვალუტა
იყიდება
იყიდება საიტები
საიტის მეგობრები


თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

დღეს შემოვიდნენ
საიტის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალაზე, ყველა ფაილი აღებულია ქსელ ინტერნეტიდან, ღია და უფასო საიტებიდან.