ქარმა ფოთლები მტვრიდან აზვირთა,
მათთან ალერსით აებნა თავგზა,
მუსიკალურად ციდან აწვიმდათ
და ყველაფერი ველურ ვალსს გავდა.
თავებ დახრილი იდგნენ ალვები,
თითქოს მუქარით იქნევდნენ ტოტებს,
ქარმა მოსტაცა “ფოთოლა ქალები”
მათ შორის ქროდა და ქროლავდა ხოტბებს.
ხან ბნელ შესახვევს გაუყვებოდნენ,
ხან ლამპიონებს-კისკას შუქჩრდილში,
ფოთლები შრიალით ალვებზე უყვებოდნენ….
ქარი კი სიცილს მალავდა დუმილში,
რადგან ინათა ცის კაბადონზე,
ცა მოიწმინდა-მზემ იწყო აღგზნება,
ალვების დაცინვამ გული გაუპო,
დამწუხდრა,მიხვდა, რომ მალე ჩადგება.
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|