საიტის მენიუ
ძებნა
სექციის კატეგორიები
ლექსები სიყვარულზე [186]
ლექსები დედაზე [18]
უცნობი პოეტის ლექსები [0]
ქართველი პოეტები [1]
ჩვენი გამოკითხვა
რომელი წლის ფილმები დავამატოთ?
სულ პასუხი: 16
მინი-ჩეთი
500
მთავარი » ლექსები » ლექსები სიყვარულზე

მე გაგაღმერთე ასე





შემოდგომა დამიდგა,
ხეებს სცვივა ფოთოლი,
ჩემს გულშიდაც გასცვივდა
დარჩა ერთი ობოლი.

შენ არ იცი, უშენოდ
როგორ მიჭირს ცხოვრება,
შენ არ იცი, რომ შენ ხარ
მთელი ჩემი ქონება.

წამებია წამების,
წუთებია ტკივილის,
როგორ მინდა ყურება
შენი წმინდა ღიმილის.

სევდამ გადამიარა,
ამიშალა დარდები,
იცოდე, რომ არავის
ასე არ ეყვარები.

შენი გული სხვისია,
შენი სითბო მწყურია,
შენთან გატარებული
წამიც საამურია.

ერთხელ შემომხედე,
და მომანათე თვალები.
გულში რაღაც ჩამწყდა და
აბობოქრდნენ დარდები.

ცრემლებს გადავეჩვიე,
გავხდი თითქოს გულცივი.
მიკვირს ყველას ჩემ გარდა
ასე რატომ უღიმი?

ასე რატომ მაწამებ?
ასე რატომ მტანჯავ?
ასეთი სიძულვილი
გულში როგორ გაჩნდა?

მე ვხედავდი იდეალს
შენში, რაღაც უცხოს.
შენ მოჰგავდი
რაღაცას თითქოს ამოუცნობს.

მეგონა რომ ცრემლები
გავატანე ქარს.
მინდოდა, რომ ვმგვანებოდი
შენს სასურველ ქალს.

მინდოდა, რომ შენი ფიქრი
ვყოფილიყავ, წადილი.
გული ისე გაგეთბო,
ვით დილით მზეს ყვავილი.

ვყოფილიყავ შენი გულის
ერთადერთი მეურვე,
მაგრამ ამ ოცნებებმა
გამიტაცა მე თურმე.

გული ისე აღარ ფეთქავს,
რაღაც თითქოს დასრულდა.
ჩემი ყველა იმედი,
ყველა ნატვრა გაცრუვდა.

ახლა რითი ვიცოცხლო?
რით შევივსო დარდები?
ვისთვის ვიარსებო და
ვისგან ვიღო ვარდები?

ყველამ მიმატოვა და
უნუგეშოდ დამტოვა.
ყველამ ზურგი მაქცია,
ახლა თავთან მარტო ვარ.

ჩემი ბრალი რა არის?
დამნაშავე რაში ვარ?
შენი ყველა გრძნობები
ასე როგორ გაცივდა?

არც ნუგეში, არც სითბო,
არც ღიმილი არ არის.
როგორ ჩავაქრო გულში
მოდებული ხანძარი?

როგორ გავექცე ვნებებს?
როგორ ჩაგიკლა გულში?
როგორ ვაქციო ზურგი
ცოდვებს მოგროვილს სულში?

ვრჩები უშენოდ მარტო.
მარტო ცხოვრების გზაზე.
რჩები დატანჯულ გულში.
მე გაგაღმერთე ასე.

სტატისტიკა: 695 / 0 | დაამატა: ADMIN« უკან | შემდეგი »



სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ვალუტა
იყიდება
იყიდება საიტები
საიტის მეგობრები


თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

დღეს შემოვიდნენ
საიტის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალაზე, ყველა ფაილი აღებულია ქსელ ინტერნეტიდან, ღია და უფასო საიტებიდან.