მე შენ დაგკარგე, გიბრუნებ მევე | |
ამ წამს დაგკარგე, და აღარ მოხვალ. ვეღარ გამითბობ გაყინულ ხელებს. რაღა აზრი აქვს უაზრო მოთქმას, და ლოდინს ახლა, 100 წლის მერეც.
ამ წამს დაგკარგე, არ დაბრუნდები. ახლა ვხვდები, რომ ვარ გრძნობის მსხვერპლი. უშენოდ გზას მე ვერ გავუდგები და იმას გეტყვი, რაც დღემდე ვერ ვთქვი.
მიყვარხარ. რაა ეს სიტყვა ახლა. მიყვარხარ. გიდებ დაურღვევ აღთქმას. მიყვარხარ. ვერ ასწრებ შენ ამის აღქმას. მიყვარხარ. ყველა გრძნობებზე მართლად.
მიყვარხარ მე შენ თავდავიწყებით. გრძნობით ვმთავრდებით, გრძნობით ვიწყებით. მიყვარხარ მე შენ, თუნდ ზღვის ფსკერამდე, ჩემთან იყავი გულის ძგერამდე.
მიყვარხარ რაა ამ გრძნობის ფასი. შენა ხარ წმინდა ღრუბელის მსგავსი. მიყვარხარ გვლოცავს ანგელოზთ დასი. მოდი მოვაშთოთ ჩვენ ყველა ნავსი.
მიყვარხარ, გქვია შენ გრძნობის მეფე. მე შენ დაგკარგე, გიბრუნებ მევე.
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|