საიტის მენიუ
ძებნა
სექციის კატეგორიები
ლექსები სიყვარულზე [186]
ლექსები დედაზე [18]
უცნობი პოეტის ლექსები [0]
ქართველი პოეტები [1]
ჩვენი გამოკითხვა
რომელი წლის ფილმები დავამატოთ?
სულ პასუხი: 16
მინი-ჩეთი
500
მთავარი » ლექსები » ლექსები სიყვარულზე

მიყვარხარ (პალიატივი ანა ბერიძეს)





შენს სულში რა მინდა? თუ ვერ გავათენე,
მასში, სიმარტოვის ბნელი ირონია.
ახლა გატირებდი, დედას გეფიცები,
თუმცა, ეგ ცრემლებიც, ჩემთვის მირონია.
მე შენთან რა მინდა? – ზედმეტი სიტყვების,
მაგივრად თვალიდან მზის სხივის დაკრეფა,
ყველა გაელვებით, რომ ჰგავდე გაზაფხულს,
ისე კი ამინდი მანაღვლებს ნაკლებად.
ან ეხლა რად მინდა, ვუყურო უშენოდ
ბნელ ქალაქს მაღლიდან, დაყრდნობით რაფაზე?
ქალაქში ნისლია (ეს მე ვარ ამ წუთას)
და სიო ქუჩებში აცეკვებს ნაფაზებს.
რა მიყვარს? – რომ ვწყდები, საერთოდ სამყაროს,
შენს მკერდზე ჩასუნთქვით, თავს როცა მივადებ
და მინდა, ხო მინდა! მეტს ვითხოვ ყოველთვის,
რომ უფრო თბილოდეს, რომ უფრო გიყვარდე.
მე შენგან რა მინდა? – სუნთქვა ასინქრონულ
პულსში გადაზრდილი გულის ჩქარი ფეთქვა,
როცა ახლოსა ხარ – მუდამ ასე არის,
ან თუნდაც შორს იყო, მაინც უნდა მეთქვა -
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ…

სტატისტიკა: 846 / 0 | დაამატა: ADMIN« უკან | შემდეგი »



სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ვალუტა
იყიდება
იყიდება საიტები
საიტის მეგობრები


თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

დღეს შემოვიდნენ
საიტის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალაზე, ყველა ფაილი აღებულია ქსელ ინტერნეტიდან, ღია და უფასო საიტებიდან.