იყო მუსიკა და იყო ქარი სარკმელთან ფარდა ზღვის ფონს ხატავდა მენატრებოდი ეს მონატრებაც იმ აღელვებულ ზღვის ტალღებს გავდა ღამე ოცნების იყო უძირო იყო ფიქრებით გადაქარგული და მთვარის შუქთან მარტო დარჩენილს მენატრებოდა დრო გარდასული დრო გარდასული როგორც ოცნება გადაკარგული როგორც კამარა ჩემი სიცოცხლე შენ მოგიძღვენი წლებმა ეს გრძნობა ვეღარ დამალა ტაძარში შევალ სანთელს ავანთებ შევევედრები უფალს განგებას შენი სიცოცხლე იყოს დღეგრძელი ვით გაზაფხულის სხივთა ნათება.