|
შენ რა იცი, სიყვარული რა ხილია?! არ გიგრძვნია გულში ტრფობის გაღივება. სიყვარული მთაში ირმის ძახილია და ბოლოს კი სევდიანი გაღიმება.
სიყვარული ცრემლებია დაკარგული, იცი, კარგო, რას ამბობდა საიათნოვა? სიყვარული ტალღააო ნაკადულის, თუ წავიდა, აღარ მოვა.
მე შენ მეტი განა არვინ მყვარებია, ეს ალვები მეჩვენება გოგონებად, ეს ლექსები მაშინდელი ქარებია და ტკბილ-მწარე მოგონება.
შენ რა იცი, სიყვარული რა ხილია?!..
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
საიტის მეგობრები |
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
დღეს შემოვიდნენ |
|