უნდა დამიჯეროთ მის, მე თქვენზე შევქმენი მითები, ქალი ხართ მაღალი წრის გაქვთ ვნებისამშლელი თითები.
თვალები ზღვებია ყელისმოღერებით თქვენ ჩრდილავთ გედებზე დაწერილ სონეტებს, ვიცი მოგიხდებათ სცენა ოპერების ზანგის ლაქია და წითელი კორვეტე.
ვიცი მოგიხდებათ საყურე ალმასის, ლურჯი ათინათის ღაწვებზე იარა, როთმები სხვა ვინმე, სხვა უფრო ხალასის გზააბნეული პოეტის კიარა.
მე კიდევ იქნებ და ამ ზამთარს გადურჩე ვიდრე თებერვალი სუსხისგან ამიკლებს, ძვირფასო ცხოვრება დაფაა ჭადრაკის მეფედ ან რაინდად აბრუნებს პაიკებს,
ჰოდა თუ დავბრუნდი, ჰოდა თუ მოვედი, წითელი მანტიით, დაფნით და ფარჩებით თუ ისევ სახელი მერქმევა პოეტის და შენც თუ ისევ ისეთი დარჩები,
გეტყვი რო…
უნდა დამიჯეროთ მის, მე თქვენზე შევქმენი მითები, ქალი ხართ მაღალი წრის გაქვთ ვნებისამშლელი თითები.
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|