საიტის მენიუ
ძებნა
სექციის კატეგორიები
ლექსები სიყვარულზე [186]
ლექსები დედაზე [18]
უცნობი პოეტის ლექსები [0]
ქართველი პოეტები [1]
ჩვენი გამოკითხვა
მოგწომთ საიტი?
სულ პასუხი: 31
მინი-ჩეთი
500
მთავარი » ლექსები » ლექსები სიყვარულზე

უშენო რეალობა





მზემოჭრილ ციდან ჩაიწრიტა ბოლო სხივი და
გვირილას სკვნილზე ლოცვას ვმარცვლავ, ცოდვით დაღლილი,
ყველა “ვუყ-ვარ-ვარ”-ს ხელისგულით მზესთან მივიტან,
,,არ ვუყვარსვარ”-ს კი ამ ლოცვაში არ აქვს ადგილი.

ღამე ნახევარ დედამიწას შემოეტმასნა,
უხილავადაც მწამხარ, (ვიცი ღმერთი არ მიწყენს),
ისე მიგიღე იდუმალი, როგორც ხელდასხმა,
რომ მონატრება წარსულივით გადამავიწყე.

ახალი მთვარე, როგორც ახალნაორსულარი,
ღამის ბილიკებს გაუნათებს, ოღონდ ვის რამდენს
ამას თვითონ წყვეტს… და თუ დარჩა იმის უნარი,
რომ გადაგვკარგოს ერთმანეთში უკუნისამდე.

ოცდაცამეტჯერ ჩამოვმარცვლე ლოცვად – ,,ვუყვარვარ’’,
,,არ ვუყვარვარ” კი აპოკრიფულ ტექსტივით დავგმე,
რაც ამ თვალებში სიკეთეა, მომცა უფალმა
და მარცვალ-მარცვალ, – ხელისგულით შენს ხატთან ვაკმევ.

სულში დაორთქლილ სუნთქვის სურნელს ვიზოგავ მძაფრად,
ეს ლოცვაც ერთად ვიჩურჩულოთ ასე ჯობია,
სიშორე, – შენი სინონიმი (საშინლად) მზაფრავს,
უშენობა კი გადამექცა უკვე ფობიად…!

მზემოჭრილ ციდან ჩაიწრიტა ბოლო სხივი და
ყველა “ვუყ-ვარ-ვარ”-ს ხელისგულით მზეთან მივიტან!!!…

სტატისტიკა: 748 / 0 | დაამატა: ADMIN« უკან | შემდეგი »



სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ვალუტა
იყიდება
იყიდება საიტები
საიტის მეგობრები


თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

დღეს შემოვიდნენ
საიტის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალაზე, ყველა ფაილი აღებულია ქსელ ინტერნეტიდან, ღია და უფასო საიტებიდან.