წელი: 2012 ჟანრი: Action-MMORPG, MMOTPS - F2P პლატფორმა: PC შემქმნელი და გამომცემელი: Panzar Studio ინტერფეისის ენა და გახმოვანება: რუსული თამაშის გამშვებს (კრეკს): არ საჭიროებს ფაილის ზომა: 4.28 Gb აღწერა: წარმოგიდგენთ საკმაოდ საინტერესო ონლაინ რპგ-ს არკადის ელემენტებით, სადაც არაა მობებზე კაჩავი. აქ მხოლოდ პვპ ბრძოლებია … რენდომ რუქებზე სადაც ჯგუფი-ჯგუფზე ბრძოლობთ, ქულებისათვის და ფულისთვის … რაც მაგრად იბრძოლებ მით მეტ ფულს და დროპს მიიღებ თამაშის ბოლოს … ხოლო თუ ამასთანავე შენმა გუნდმაც მოიგო მით მეტი იქნება მოპოვებული სიკეთეები. თამაშის მოსაგებად სულაც არაა საჭირო მაინცდამაინც ყველაზე მეტი ხალხი მოკლა … ამისათვის საჭიროა მტერზე დიდხანს აკონტროლო მთავარი წერტილი რომელიც როგორც წესი ორივე გუნდის რესპაუნიდან ზუსტად შუაშია ხოლმე …
თამაში უფასოა (თუმცა არის დონატორობა და პრემიუმი … პრემიუმი უბრალოდ მიღებული ექსპისა და ფულის ოდენობას აძლიერებს) თან ჯერ რაც ვითამაშე მნიშვნელოვანი უპირატესობა არ მინახია … სწორი თამაშით თავისუფლად შესაძლებელია 1 ლვლ მოთამაშემ 3 ლვლზე მაგრად ითამაშოს თუ დაამუღამებს რაღაც რაღაცეებს იმაზე კარგათ …
ე.ი თამაშში 4 რასაა 1. ორკები 1.1 ბერსარკი 1.2 ტანკი 2. ადამიანები 2.1 პალადინი (ერთადერთი მკურნალი ბრძოლისას თუმცა ცუდათაც არ იბრძვის ) 2.2 ინკვიზიტორი (ასესაინი) 3. ელფები 3.1 ჯადოქარი (ცეცხლი) 3.2 მაგიკოსი (ყინული) 4. გნომები მექანიკოსი. (მახეები, ტურელები) გამნაღმველი. (ტელეპორტები, ტოტემები)
აქ რასა რასის წინააღმდეგ არ იბრძვის … პირიქით ერთ გუნდში ყველა კლასის და რასის მოთამაშე ხვდება ხოლმე +-2 ლვლის სხვაობით და 10X10-ზე მიდის 20-30 წუთიანი ბრძოლები რის შემდეგაც წაგებულებსაც და მოგებულებსაც დამსახურების მიხედვით ერიცხებათ სხვადასხვა ბონუსები.
ამ ბონუსებით კი შეგიძლიათ იყიდოთ ან გამოჭედოთ იარაღი ან ნებისმიერი ტანსაცმელი თუ ნივთი … ასევე დონის მომატებით გერიცხებათ ქულები რომლითაც სწავლობთ ტალანტებს რომლებსაც ასევე წარმატებით გამოიყენებთ თამაშისას … ასევე არაა აუცილებელი რომ მაინცდამაინც მოკლა ვინმე რომ ქულები მოიპოვო … მკურნალობით და თანაგუნდელების ხელშეწყობით ბრძოლისას ქულები საკმაოდ მოდის … რადგან მოკლულ მტრის ქულები ნაწილდება ყველაზე ვინც რაიმე სახით მიიღო მონაწილეობა მის მკვლელობასი (მკურნალობდა ან აძლიერებდა გუნდელებს, ტანკობდა, აშეშებდა მტერს …) მიუხედავად იმისა რომ მას 1-ხელაც არ ჰქონდეს მტრისთვის დარტყმული.
საკმაოდ დაბალანსებული თამაშია ლამაზი გრაფიკით და სასიამოვნო გეიმფლეით …
სისიტემური მოთხონები: - ოპერაციული სისტემა: XP / Vista / Windows 7 - პროცესორი: Inter Core 2 Duo, 2.4 Ghz - ოპერატიული მეხსიერება: 2 Gb - ვიდეო კარტა: 512 Mb, Nvidia GeForce 8800 / Radeon HD 3870 - თავისუფალი ადგილი მყარ დისკზე: 4 Gb
ინსტრუქცია: 1. დარეგისტრირდით ოფ. ვებ-გვერდზე: http://www.panzar.ru/ 2. დააინსტალირეთ თამაში. 3. გაუშვით თამაში და დაპაჩეთ. 4. ითამაშეთ.