|
როს „არას“ ნაცვლად – ამბობდი „ალას“, როცა შენს ხმაში აპრილი ჟღერდა; ხსოვნაში ტკბილად ჩარჩენილ „ნანას“ - ვინ გიმღეროდა?! - მშობელი დედა.
ეზოში როცა იტკენდი რამეს, - ვინ გაჩნდებოდა იმ წუთში შენთან?! შენი გულისთვის უძილო ღამეს ვინ ათენებდა?! - მშობელი დედა.
ახლა, – ხელში რომ გიჭირავს წიგნი, - შენს სიცოცხლეში იმედს ვინ ჰხედავს?! შენს მომავალზე დღედაღამ ფიქრით ვინ ვერ ისვენებს?! - მშობელი დედა.
ამ ქვეყანაზე შენი სიკარგე ვის უხარია ყველაზე მეტად?! ყველაზე უფრო, – თუკი ივარგებ, - ვინ იამაყებს?! - მშობელი დედა.
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
საიტის მეგობრები |
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 7 სტუმარი: 7 მომხმარებელი: 0
დღეს შემოვიდნენ |
|