"სიყვარული დიდი გრძნობაა"
ბევრ პოეტს უთქვამს ალბად ჩემამდეც
და მიუძღვნიათ ატასი ხოტბა
ათას ბალადას უმღერდნენ მაშნ.
მეც შემოგკადრებთ ერთ ისტორიას
ეშხით და ჟინით პირამდე სავსეს
დარდიანია ეს ისტორია
და ყველაფერი დაიწყო ასე....
.......................................................................
ის გაიზარდა ქუჩაში ასე
სადაც ბნელი და "შავია" სავსე
სადაც ქურდობა ნაცნობი ნოტია
სადაც მოპარვა მოსული პონტია
ყაჩაღი არის ავტორიტეტი
და მას ბაძავენ მასზე სუსტები
ვინც ბევრს დაჩაგრავს მას მიყავს "სტოსი"
ვითომ ვაჟკაცი - არადა ბოზი
ქჩუაში ჩამოყალიბდა ასე
მოქნილი ხელი, ჯიბე კი სავსე
სადაც ის იყო ყველგან დაზდევდა
უბედურება, ტკივილი და სევდა
ქუჩამ არგუნა ეს ბედისწერა
წყეული ცხოვრების უკუღმა რბენა
ხელის მრუდობა, მოქნილი ენა
ახლობლის ტყუილის სიმართლედ ქცევა
ბევრჯერ ნანობდა მის ცხოვრების სტილს
ბევრჯერ არ სურდა მსგავსად მოქცევა
ბევრჯერ ძილის წინ იწყებდა ტირილს
როცა ხედავდა მის შემცდარ ქცევას.
.............................................................
ცხელი ზაფხულის იდგა სეზონი
სოფელი ყველამ ქალაქს არჩია
მხოლოდ მშრომელი დარჩა ქალაში
წვალობს და იძახის: "ჩემზედ ახია"
ბიჭიც ჩავიდა დასასვენებლად
ქუჩის ბორდიულს დროებით მოცილდა
მოპარვა, თავანი, "რამსი" და "ვილკის ყრა"
დასვენება სურს ამ ყველაფრისგან.
ჩასულმა გოგო შენიშნა სერზე
ვითომ და უბრალოდ - გოგონა სერზე
ბიჭს გრძნობა დააწვა "ხულიგან" გულზე
და თითქოს შვებაც შეიგრძნო სულზე.
დასასვენებლად ჩასულმა ბიჭმა
პირველი ღამე ფიქრში გალია
ფიქრობს, ოცნებობს ათას სასწაულს
ათას ჟანრს დგას გოგოსთან ერთად.
მეორე დღის შებინდებისას
ბიჭმა გაიცნო "მისი ოცნება"
ბიჭი რომელიც ენაკვიმატობს
ენის ბორძიკით ცდილობს შეკადროს
რომ ლამაზია, საღი და უბრალო
მისმა ღიმილმა დაიპყრო უბრალოდ
მის ცხოვრებაში მსგავსი უზადო
არ ყავდა ნანახი, ცხოვრობდა უაზროდ.
აქამდე ეგონა არ ქონდა ფასი
გრძნობებს, განცდებს და თვით სიყვარულს
ტკივილი ესხა მის ცხოვრების თასში
და მარტოობა ელის დასასრულს
უნდოდა აეხსნა, მისმა დანახვამ
როგორ დაიპყრო წყეული გული
როგორი სიმშვიდე განაცდევინა
და გრძნობის სითბო ჩაუდო სულში.
ეს ყველაფერი ძლივს-ძლივს გადმოსცა.
სირცხვილით ვერ გაუსწორა თვალი
ნათქვამით გოგო ისე გაოცდა
გაწითლებულმა დახარა თავი.
დღე-დღეს მიზდევდა, წამი კი წამებს
ყალიბდებოდა გრძნობა რჩეული
გადადგმულ ნაბიჯს აღარ ნანობდა
ცხოვრების სიამის შეიგრძნო ეშხი.
მან დაინახა ბნელში ნათელი
წყეული საწუთროს თეთრი წერტილი
მთელი ცხოვრება იმ ერთს მიუძღვნა
და მასთან ერთად ბილიკს გაუძღვა.
უვლიდა გოგოს როგორც ნორჩ ყვავილს
და ეშინოდა არ გამქრალიყო
სანთლის წინ იდგა სუნთქვა შეკრული
ამოსუნთქვისგან არ ჩამქრალყო...
მაგრამ ყოველთვის ესე როდია
როდესაც ცდილობ კეთილი თესო
ადრე ნათესმა ღვარძლის კონებმა
ეს მოსავალი არ დაგიგესლოს.
მიწურულიყო ცხელი ზაფხული
ქალაქელებმა დატოვეს მთები
არავინ ნანობს გარდა ერთისა
ბიჭი რომელიც შორდება გოგოს.
"წამი არ გავა, რომ არ ვიფიქრო,
შენი თვალების უცნობ სიღრმეზე
და ყოველ ღამით ძილისპირულზე
მე ოცნებებში შენთან ვილხინებ.
პირველი მზის სიხივი რომელიც მაკოცებს
მე წარმოვიდგენ შენს ლაღ ღიმილებს
და მზის ჩასვლილსას ნაცნობი სიოს
მოალერსებას შენგან მივიღებ".
აცრემლებული გოგოს თვალები
სევდით აცილებს მიმავალს გზაზე,
ცხელი ზაფხულის გავლილი დრო კი
ეჩვენებოდა გავლილი წამზე.
უცბად გაჩერდა გარე ყოველი
და ჩამოვარდა სიჩუმე ირგვლივ
შემოტრიალდა უმალვე ბიჭი
სირბილით შემოეხვია წელზე.
ატყდა ქუხილი, ქარები აღსდგნენ
შემოეგებნენ ჩახუტებულ წყვილს
ბჭმა გადაუწია თმები
და ეზიარა ღვინისფერს - ტკბილს.
................................................................................
ქალაქში ჩასულს დავიწყებოდა
წარმართი ცხოვრების ენა
მას დაავიწყდა ჩვეული სტილი
ქურდობა, მოპარვა, ამპარტავნება.
შეუდგა ცხოვრებას ახალი რიტმით
ახალ ფურცლიდან დაიწყო წერა
პატიოსნად სურს "ფულის კეთება"
ცდილობს შეცვალოს მან ბედისწერა.
დღე გადიოდა მტვფერის სუნთქვაში,
ბლოკების ზიდვაში, ცემენტის ტვირთვაში,
აღარ იპარავს და არც ყაჩაღობს
პატიოსნად შრომობს და წვალობს.
ფულს ზოგავს, თავისთვის კაპიკს არ ხარჯავს
სურს მოაგროვოს დათქმული თანხა
სურს მოიყვანოს გოგონა ცოლად
გოგონა სერზე ობლად რომ ნახა.
გართული იყო ბიჭი ოცნებით
ფიქრობდა სად და როგორ ეცხოვრათ
ოცნებებში და ოფლის წმენდვაში
დავიწყებოდა გოგოსთვის წერა.
იმდენად გაანებივრა გოგო
პატივითა და ფეხქვეშ გაგებით
იმდენად ენდო ბრმად და უთქმელად
რომ საპასუხოდ მიიღო წერილი
"აღარ მიყვარხარ, რაც იყო გაქრა,
აღარ მახსოვხარ და აღარც ვდარდობ.
ბევრი ვიფიქრე და მერე მივხვდი
გართობა იყო ეს საზაფხულო...".
ბიჭმა უმალვე მიწერა გოგოს:
"რას მეუბნები? დაფიქრდი მაინც?
რა დაგემართა? რატომ გაცივდი?
რა დავაშავე შენს წინ მითხარი!
არ გვინდა წერილით, მოვალ და გნახავ
დღეს დაისვენე და ხვალე გნახავ
აწონ- დაწონე მე ვინ ვარ შენთვის
აღარ გიყვარვარ ესე რომ მკარგავ?"
..............................................................
დარდით და სევდით დაღლილი ბიჭი
ადგილს ვერ ეძებს რომ მოისვენოს
ვერაფერს ფიქრობს და ვერ აზროვნებს
რად გადაწყვიტა ესე და რატომ...
და როგორც იქნა მზეც ამოვიდა
ღამენათევს ჩასძინებოდა
მზემ შეახსენა რომ უნდა ნახოს
მისი ცხოვრების ბედისწერა.
შეხვდნენ ერთმანეთს გოგო და ბიჭი
მაგრამ ამჯერად არაჩვეულად
"გამარჯობებით"შემოიფარგლნენ
და სალაპარაკოდ სკამზე ჩამოჯდნენ.
"ვიცი რომ გუშინ ცუდად იყავი,
ვერ აზროვნებდი რაც კი მომწერე,
ეგ არაფერი, ბევრი გვექნება
მე შენგან გულში არაფერს ვიდებ..."
"რტომ გგონია რომ მოგატყუე?
რატომ გგონია რომ კვლავ მიყვარხარ
როგორც გითხარო რაც იყო მორჩა
გართობა იყო ეს საზაფხულო...!".
ბიჭმა არ იცის რა უპასუხოს
ხვდება რომ უკვე დაკარგა სწორი
შემოტრიალდა უხმოდ, უთქმელად
და გზა განაგრძო თვისუნებურად.
არც რისხვა, არც ფიქრი და არც ცრემლები
მკვდარია უკვე, უბრალოდ სუნთქავს
განვლილ გზას წამით შეხედა ცერად
მას დაბრუნება აღარ ეწერა....
ყველა ზღაპარი ლამაზად იწყება
ესე - იყო და არა იყო რა
ხოლო ნათხრობი ეს ისტორია
დამთავრდა იყო და აღარ იყო რა
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|