ვიდექი ჩემთვის უნუგეშოდ იმედს ველოდი, შენზე ფიქრებით შეპყრობილი კართან გელოდი. კარი გავაღე, უცებ ვიღაც შემომეფეთა. ეს სიმარტოვე უცებ გულში შემომეკედლა . მარტოდ დარჩენილს შევეცოდე მე სიმარტოვეს, შეეცადა, რომ ისე ძლიერ ჩამხუტებოდა ჩამხუტებოდა, ეგრძნო ჩემი ნაზი ტუჩები. ხელჩაკიდული ოცნებებით გვევლო ქუჩები. ასე ხალისით დავდიოდით გარეთ დღედაღამ, მეუბნებოდა : « ნუ გეშინია ვერსად ვერ წავალ. » ის ამ სამყაროს სხვა ფერებით წამომიდგენდა, შენ რომ დამტოვე ვერასოდეს წარმოიდგენდა . შენ იცი? მას რომ მარტოობა კვლავ მოსწყენია. შენ იცი? მისთვის რომ ცხოვრება შავი ფერია. მან ამირჩია მისი სიცოცხლის თანამეგზურად, მის სამყაროში რომ ვიცხოვრო მართლაც მეფურად. ცეკვა მომინდა, გადავდგი ფეხი, შემომეფეთა, ხელი მომკიდა, წელზე ლამაზად შემომეფერა. დამატრიალა, გულში თითქოს მძლავრად ჩამიკრა, ყველა ტკივილი მწუხარება გადამავიწყა. ვცეკვავდით ასე ვნებით, გრძნობით და საოცრებით. ირგვლივ გავავსეთ ცა და მიწა ფერადი ოცნებით. ყოველ დღე დილას სიხარულით გამინათებდა, რას ვიფიქრებდი სიმარტოვეში თუ გამიმართლებდა. მე სიმარტოვემ შემაყვარა თავი უაზროდ, და შემიძლია რომ ვიცხოვრო მასთან უვადოდ. მე სიმარტოვემ კვლავ მაჩუქა ფარჩის საბანი, რომ ვყოფილიყავ მუდამ თბილად, მისით გამთბარი. მე სიმარტოვემ სიხარულიც გამაგებინა, ოქროს კოშკები გულში თავისით ამაგებინა. მე სიმარტოვემ მაღლა ცაში ფრენა მასწავლა, ბედნიერებით ოცნებების იქეთ ვერ წავალ. ნუთუ ესაა ? რასაც მართლა ვგრძნობ და განვიცდი. ახლა რა ხდება ჩემ გარშემო დღესაც არ ვიცი. მე შემიყვარდა სიმარტოვე მუდამ ფრთიანი და სიმარტოვე მარტოდ მყოფი, ეკლის გზიანი. სიმარტოვესაც შევუყვარდი უზომოდ თითქოს, იგი ყოველღამ ჩემთან არის და ამ გულს მითბობს. ახლაც მე მელის ჩემგან უნდა ბედნიერება, მაგრამ ყველას ხომ ყველაფერი ვერ მიეღება. ერთი პირობა მე დავუდე ჩემს სიმარტოვეს, მერე ავდექი, დავარღვიე და მივატოვე : « ყველა ჭრილობას მე მოგირჩენ შენ იყავ ლაღი, არ დაიმჩნიო ცხოვრებაში არასდროს დაღი. მე გპირდები, რომ ჩვენ ვიქნებით ყოველთვის ერთად. ამ სიცოცხლეში, იმ სიცოცხლეშიც წარვსდგებით ღმერთთან. შენ მე მაცოცხლებ, მე შენ გაცოცხლებ ვიქნებით ასე და არშევიცვლით არასოდეს ჩვენს ნამდვილ სახეს, შენ გეყვარები, მეც მეყვარები ფარული გრძნობით, ერთურთს გავათბობთ ჩვენი ამაყი, ლამაზი ტრფობით.” ახლა ერთად ვართ, ცაში ერთად ვარსკვლავებს ვითვლით, მე კვლავ ვლოცულობ, შენ ხატებთან ცრემლებით იწვი. იცი, სხვა მიყვარს სხვასთან მინდა სიცოცხლით ტკბობა, სხვისგნ მივიღო ამ ცხოვრებით ნეტარი თრობა. იცი, ჩემს გულში რა ქაოსი ცივი ქარია, იცი, რაც ხდება ეს მწუხარება არ გიხარია, იცი, ჩემს გულში რა სევდა და დარდი ტრიალებს, იცი, ვერავინ ვერ მომირჩენს გულის იარებს.
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|