საიტის მენიუ
ძებნა
სექციის კატეგორიები
ლექსები სიყვარულზე [186]
ლექსები დედაზე [18]
უცნობი პოეტის ლექსები [0]
ქართველი პოეტები [1]
ჩვენი გამოკითხვა
რომელი წლის ფილმები დავამატოთ?
სულ პასუხი: 16
მინი-ჩეთი
500
მთავარი » ლექსები » ლექსები სიყვარულზე

შენ მაშინ მოდი, როცა პარიზს წალეკავს თოვლი…





წერილს გწერ,
პარიზში ცისფერი ღამეა-
მომთვარო სხივებით,
მე, ვზივარ ბაღში და ვუყურებ ბებერ ხეს,
მთელი ცხოვრება ქარი რომ სულ არწევს..
და მასავით მტკივა ფესვები,
ცისფერი კამეა,
ამშვენებს სუსტ თითებს
გეხები…
მზერა კამელიაა..
აივანს გახედე,
სართულის
მიჯნაზე ვდგავარ
გაძარცვული,
ფოთლები,აღარაა ჩემი სამოსი,
შემოდგომით ქარში გამხადეს,
ჩემი წარსული, უემოციო ტრაგედია,
შენს ძლიერ მხრებზე ვეძებ დასაყრდენს,
პარიზი…
მალე თოვლი აქაც უთუოდ მოვა,
სხვაგვარი თოვლი, უფრო ცივი, უფრო უხეში…
ყინვით დადნება ალბათ მხატვრის მძიმე ოფორტიც,
დალაქავებულ სულში, კვალს რომ წამიშლის თოვა,
შენ მაშინ მოდი..
შემიფარე გულის უბეში
და ლა-დეფანსის ცისფერ ფონზე ვიცეკვოთ ტანგო
და გადავკიდოთ მდინარის ჯებირს
ჩვენი გულები…
ერთად ამოვხსნათ დაბადების საერთო კოდი…
იქით წავიდეთ უხალხობა
რომ გვეგულება…

სტატისტიკა: 808 / 0 | დაამატა: ADMIN« უკან | შემდეგი »



სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ვალუტა
იყიდება
იყიდება საიტები
საიტის მეგობრები


თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

დღეს შემოვიდნენ
საიტის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალაზე, ყველა ფაილი აღებულია ქსელ ინტერნეტიდან, ღია და უფასო საიტებიდან.