წელი მეხუთე მიიწურა – რაც, აგვისტოს დილას, მილულე თვალი და სანეტარო ძილს მიეც თავი. წელი მეხუთე მიიწურა, რაც - სასაფლაოს ვსტუმრობ ნაცრისფერს და ღიმილიანს ვუყურებ სახეს… ეს ხუთი წელი მიიწურა, რაც - მიატოვე მშობლები, და-ძმა, სასწავლებელი, მეგობრები და კედლის ჯვარცმა… ხუთი წელია - ყვავილთ კონები გიმშვენებს საფლავს; ხუთი წელია - დედამიწა სამოთხეს არ ჰგვას! კიდევ გესტუმრე უდაბური ქვების სამეფოს; იქ, თოვლიანი სამარის გულზე, ობოლი ვარდი გშვენოდა სატრფოს… …ეს ხუთი წელი მიითვალეს ხეივანებმა, ხუთი წელია, ვეომები ზამთარს და ზაფხულს; კვლავ სამარეზე მოგაკითხე ნაგვიანევმა, და ახლაც ვარდით დაგიმშვენე მიწა – დაკარგულს.
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|