პირველი თოვლი მოვიდა თრთოლვით, თმებს დამათოვა თეთრი ფანტელი, სიყვარული ხარ ჩემთვის პირველი, ხარ პირველიც და უკანასკნელიც.
თოვლმა დაფარა ჩვენს შორის გზები, ვეღარ ვიხილავ თვალებს სევდიანს, ფანტელებს ვანდობ ჩემს გულისწუხილს, არ გაგიმხელენ – ესეც ბედია!
თოვლი დადნება, რას დავაბრალო ჩვენს შორის ასე დიდი სიცივე ბევრი ვეცადე, შენი ხატება ვერა, ვერასგზით ვერ მოვიცილე.
შემომენთება გულს მგზნებარება და დავეჩვევი მარტო ხეტიალს, ჩემს გულისტკივილს ვერ მიმიხვდები, ვერ მიმიხვდები – ესეც ბედია!
თან ახლო ხარ და თან ისე შორს ხარ, ვერ შევამცირე მე ეს მანძილი, რაც გინდა ის თქვი ჩემო სიცოცხლე, ჩემთვის ღმერთი ხარ, ღმერთი ნამდვილი!
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|