რა გაუძლებს ზამთრამდე . . . | |
მე სიბოროტე გულში დღითიდღე შემომეხიზნა, და გადავწყვიტე ჩემი ჯვარი ბოლომდე მეზიდნა. სხეული დაუმთავრებელ დრამებს გრძნობდა, ყურს შეწყვეტილი ძახილი მესმოდა.
თვალი სინათლეს ვეღარ ხედავდა, ვფიქრობ, წავედი. ვერა, ვერ წავალ. შემუსვრილი გრძნობა დამქონდა. სიცოცხლით ტკბობის თავიც არ მქონდა.
არყოფნა-არსებობა, სინათლე-სიბნელე, ჩემს ნათელ გზას მე თვითონ ვიბნელებ, ყრუკვნესა, ტკივილი, მწველი სინანული, ყველაფრის თავია დიადი სიყვარული.
უთრთოლველი გული, ნაყროვანი სული, მერყეობით ძიება ჭეშმარიტი რჯულის. ამ ცხოვრების დრამამ მე დამასამარა, ვეღარ ვიქმნი ჩემთვის ოცნების კამარას.
დახშული ძახილი, და უნაყოფო ცდა, სჯობს მე გავუდგე მარტო ჩემს გზას. განძარცვული გრძნობა, განკაფული სევდა, ყოველ ღამე ბალიში ცრემლით დამისველდა.
სიკვდილთან თანაზიარი სული, ტკბილი ოცნება, ღრმა სიყვარული. ჭეშმარიტი უბიწოება, ცხოველი ფანტაზია, ეს ყველაფერი ცხოვრების ნახატია.
ვფიქრობ, სრულყოფილება უბედურებაშია, მაგრამ მე ვერ ვიაზრებ ჩემი ბრალი რაშია. მოთმინება, მორჩილება ყველა გრძნობა დავკარგე, ახლა შემოდგომაა, რა გაუძლებს ზამთრამდე.
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|